კოუტინიომ ნეიმარს 6:0 მოუგო
ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურში ნეიმარის ცრემლები ისევ ვიხილეთ. ამჯერად ეს 'დამამცირებელი' მარცხით იყო განპირობებული.
სანტოსმა საკუთარ მოედანზე ვასკო და გამას უმასპინძლა და 0:6 დამარცხდა. ეს იყო ვასკო და გამას ყველაზე დიდი გამარჯვება სანტოსთან - ბოლო 98 წლის განმავლობაში. ამავდროულად, ბრაზილიის სერია A-ს ისტორიაში, სანტოსს ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით არასდროს წაუგია (აქამდე მაქსიმუმ 4 ბურთით).
სტუმართა მხრიდან დუბლი ფილიპე კოუტინიომ შეასრულა, ერთ დროს, კოუტინიო ბარსელონაში სწორედ ნეიმარის პირდაპირ შემცვლელად მიიყვანეს. მატჩის შემდეგ, სანტოსმა მთავარი მწვრთნელი, კლებერ შავიერი დაითხოვა.
When football wants to finish you, it does so brutally… Neymar left the pitch in tears after a 6-0 defeat to Vasco da Gama, marking the biggest loss of his career. 💔 pic.twitter.com/LcwMz0M12y
— 11.19s (@Seny_jr) August 17, 2025