Belive

კომპანი პსჟ-ზე: ,,ვიცით, როგორ მოვაქციოთ მეტოქე წნეხის ქვეშ''

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, პარი სენ ჟერმენთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,როგორ დავიცავთ თავს პსჟ-ს შემტევების წინააღმდეგ? შემიძლია კითხვა შემოვაბრუნო: რას აპირებენ ისინი ჩვენს თავდამსხმელებთან? ეს ორმხრივი პროცესია. ორივე გუნდი კრეატიულობით გამოირჩევა, გარდა ამისა, პოზიციური თამაშითა და გამოსავლის პოვნითაც. ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს. პსჟ-ს უკვე მეოთხედ ვეთამაშებით და მათთან თამაშის გამოცდილება გვაქვს, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს მეტოქეზეც.

ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ ერთმანეთს ბევრჯერ ვეთამაშეთ, თუმცა ეს ორმხრივია. ვიცით, როგორ მოვაქციოთ მეტოქე წნეხის ქვეშ. მათ ყველა რგოლში მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა, თუ ჩვენს გუნდს შეხედავთ, ეს თვისებები ჩვენც გვაქვს.

ჩვენ წელს უკვე ბერნაბეუზე და პარიზში გავიმარჯვეთ. პსჟ, რა თქმა უნდა, კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ თუ რომელიმე გუნდს შეუძლია ამ გამოწვევის მიღება, ეს ჩვენ ვართ.

ლუის ენრიკე? ის საოცრად მუშაობს. არ გამკვირვებია, რომ მათ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. ლუის ენრიკეს გუნდებს ეტყობა, რომ მათში ნამდვილი გუნდური სულია. მისი მოთამაშეები დარბიან და იბრძვიან, ის ამას ყველგან ახერხებს. ქუდს ვიხდი მის წინაშე!'' - ვენსან კომპანი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენი ბაიერნს უმასპინძლებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები