კომპანი ჰაკიმიზე: ,,ასეთი რამ აშშ-ში მუსიალას შემთხვევაშიც ვნახეთ''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, პარი სენ ჟერმენთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,3 ქულა მოვიპოვეთ, რაც კარგია, მაგრამ ნოემბერში ტიტულებს ვერავინ იგებს. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგ მატჩზე ვიფიქროთ. დღეს 45 წუთის განმავლობაში 10 კაცით მოგვიწია თამაში და ამას თავი კარგად გავართვით, ეს დიდ თავდაჯერებულობას გვმატებს.
10 კაცით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ ერთი დადებითი ასპექტია. ეს ფეხბურთის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მატჩებში დაცვაში თამაში ხშირად არ გვიწევს, ამაზე მაინც ბევრს ვვარჯიშობთ.
ზედიზედ 16 მოგება? ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები - ,,როცა ასეთი აჟიოტაჟია, იცოდეთ, რომ არც ისე კარგები ხართ და როცა აგებთ, არც ის დაიჯეროთ, რომ ცუდები ხართ...'' 16 მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ხვალიდან ყველაფერი ნულიდან იწყება.
ჰაკიმი? იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია და ის მალე დაბრუნდება. მსგავსი რამ აშშ-ში მუსიალას შემთხვევაშიც ვნახეთ. ასეთი მომენტები ძალიან უსიამოვნოა. იმედია, ჰაკიმი სწრაფად გამოჯანმრთელდება.'' - ვენსან კომპანი
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბაიერნს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
ვენსან კომპანის გუნდი ევროტურნირს უდანაკარგოდ, 12 ქულით ლიდერობს.
რეკორდმაისტერს მიმდინარე სეზონში 16-დან 16 მოგება (ყველა ტურნირზე) აქვს.
Vincent Kompany: "I hope Hakimi will be back soon and that it's nothing serious. We never want to see that. We experienced something similar with Jamal Musiala in the US. Such moments are not nice. We hope Hakimi will recover quickly" pic.twitter.com/rTkJbZd7OR
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) November 4, 2025