კოკემ ალვარესის კრიტიკოსებს შეუტია და თანაგუნდელი დაიცვა
მადრიდის ატლეტიკოს კაპიტანმა, კოკემ, ლივერპულთან მარცხის შემდეგ, პრესას მოუწოდა, ხულიან ალვარესს თავი დაანებონ. ესპანელის თქმით, გუნდი, ფეხბურთელის მიმართ განუწყვეტელი კრიტიკით დაიღალა. კოკეს სურს, რომ ალვარესმა საკუთარი თამაშით უბრალოდ სიამოვნება მიიღოს.
ამ ყველაფრით ძალიან დავიღალეთ და რაც მთავარია, ყველაზე მეტად თავას ის (ალვარესი) დაიღალა. ამ ბიჭს თავი უნდა დაანებოთ. აცადეთ, ითამაშოს, სიამოვნება მიიღოს და თავისი საქმე აკეთოს. ის ფეხბურთელია და მისი საქმე ფეხბურთის თამაშია. უბრალოდ ყველამ მშვიდად ყოფნის საშუალება მიეცით. ამ საკითხზე, მთელი ზაფხულის განმავლობაში ლაპარაკობდით. იმედი მაქვს, ახლა მაინც შეეშვებით, რათა მან თავისი საქმე გააკეთოს და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს. - კოკე
კოკე გუშინდელ მატჩსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ატლეტიკომ ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა. მეორე ნახევარში კი უპირატესობა მეტოქემ აიღო ხელში და საბოლოოდ, მადრიდელები ამ ყველაფერს, სათანადოდ ვეღარ დაუპირისპირდნენ.
ჩვენ პირველი გოლი გავიტანეთ და თამაშსაც ვაკონტროლებდით. შემდეგ კი მათ ანგარიში გაათანაბრეს და მეორე ნახევარში უკეთესადაც გამოიყურებოდნენ. მეორე გოლის გატანის შემდეგ, ჩვენთვის, მათი დაცვის გარღვევა გაცილებით უფრო გართულდა. - კოკე
ჩემპიონთა ლიგის მომდევნო შეხვედრაში, ლივერპული, ლასკს ესტუმრება. მადრიდის ატლეტიკო კი, "მეტროპოლიტანოზე", მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს.
🚨 Koke: “Leave Julián Álvarez calm, in peace. We are all tired of that”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 9, 2026
“Let the boy play, enjoy, do his job. I hope you can let him relax and stay in peace”, told Movistar. pic.twitter.com/wGQ5Pu7PHX