Belive

ფერან ტორესმა ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში ისტორია დაწერა

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფერან ტორესი, გუშინდელი მატჩის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენის ისტორიაში შევიდა. სლოვან ბრატისლავას წინააღმდეგ, 6:1 მოგებულ შეხვედრაში, ესპანელმა ფეხბურთელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. ტორესი, კლუბის ისტორიაში, პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში, სამი გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, ნეიმარისა და კილიან მბაპეს შემდეგ, ტორესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პსჟ-ს მაისურით, ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა გოლი. მბაპემ და ნეიმარმა ეს 2017 წელს, სელტიკის წინააღმდეგ გააკეთეს.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა, ესპანელის დამატებით, შეტევის ხაზი გააძლიერა. ტორესმა, პარიზულ გრანდთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. როგორც ჩანს, ფერანი, პარიზს ძალიან კარგად შეეწყო. გარდა ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული შედეგისა, ტორესი, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ყველა ტურნირის გათვალისწინებით, პირველ ოთხ მატჩში, მინიმუმ 5 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები