Belive

კიტეიშვილმა გაიბრწყინა | შტურმმა აუსტრიას მარტივად მოუგო

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში, ვენის აუსტრიამ გრაცის შტურმი მიიღო და 2:5 დამარცხდა. პირველი ნახევარი მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში იყო, თუმცა მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ და შტურმმაც ეს უპირატესობა ბრწყინვალედ გამოიყენა.

მატჩში საუკეთესო ქართველი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი იყო - ოთარმა ჯერ პირველი ტაიმის მიწურულს გაიყვანა წინ საკუთარი გუნდი (1:2), 55-ე წუთზე კი პენალტი შეასრულა ზუსტად და უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. კიტეიშვილი მოედნიდან 72-ე წუთზე გავიდა და ორივე გუნდის შემადგენლობაშ საუკეთესო შეფასება მიიღო (sofascore-სა და flashscore-ის მონაცემებით 9.2-დან 9.7-დე). კიტეიშვილს ბუნდესლიგაში 12 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

აღსანიშნავია, რომ მატჩში მონაწილეობა მიიღო გიზო მამაგეიშვილმა, ქართველმა შტურმის შემადგენლობაში 30 წუთი ითამაშა.

შტურმმა საჩემპიონო 6-გუნდიან ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და შემდეგ შეხვედრას ზალცბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს.