Belive

კილიან მბაპემ დი სტეფანოს 71-წლიანი რეკორდი გააუმჯობესა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 36-ე ტურში მადრიდის რეალმა მალიორკას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მატჩში კილიან მბაპემ 1 გოლის გატანა შეძლო. შედეგად, ფრანგს ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 28 გოლი დაუგროვდა, რაც ისტორიული მიღწევაა - რეალის მაისურით ლა ლიგის სადებიუტო სეზონში კილიანზე მეტი გოლი არავის გაუტანია.

მბაპემ ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანოს რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1953-1954 წლების სეზონში, ჩემპიონატში 27 გოლი გაიტანა (28 მატჩში).

36 ტურის შემდეგ, ,,რეალი'' 78 ქულით ლა ლიგის მე-2 პოზიციაზეა და ლიდერ ,,ბარსელონას'', რომელსაც 1-ით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული, 4 ქულით ჩამორჩება.

მიმდინარე სეზონში მბაპეს ანგარიშზე ,,სამეფო კლუბის'' მაისურით ჩატარებულ 53 მატჩში 39 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები