Belive

ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები | სუპერკომპიუტერის განახლებული პროგნოზი

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 6 ტურის შემდეგ, Opta-ს სუპერკომპიუტერმა გუნდების საჩემპიონო შანსები კიდევ ერთხელ შეაფასა.

ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ისევ არსენალი რჩება (24,98%), რომელსაც 6-დან 6 გამარჯვება აქვს. მეორე ადგილზე მიუნხენის ბაიერნია (19%), მესამე პოზიციას კი მანჩესტერ სიტი (14,67%) იკავებს, რომელმაც პარი სენ ჟერმენი (10,56%) ჩაანაცვლა.

ტოპ ათეულში ყველაზე მეტი, 4 გუნდი ინგლისის პრემიერლიგიდანაა, 3 - ლა ლიგიდან, თითო-თითო კი ბუნდესლიგიდან, ლიგა 1-დან და სერია A-დან.

  1. არსენალი

  2. ბაიერნი

  3. მანჩესტერ სიტი

  4. პსჟ

  5. ლივერპული

  6. ბარსელონა

  7. ჩელსი

  8. რეალი

  9. ინტერი

  10. ატლეტიკო

ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის ფინალი მომავალი წლის 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ-არენაზე გაიმართება.

სხვა სტატიები