Belive

ხვიჩა კვარაცხელიას სოფელში მისი ფოტოები გამოფინეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საკლუბო და სანაკრებო დონეზე ჩატარებული ფენომენალური მატჩების ფონზე, ხვიჩა კვარაცხელიას პოპულარობა იზრდება და მის შესახებ საუბარს გავლენიანი მედია საშუალებები არ ერიდებიან. ქართველი ვარსკვლავის შესახებ, პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტული მედია საშუალება მაჟორულ ნოტაზე საუბრობს და მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებს.

ხვიჩა კვარაცხელია წარმატების ზენიტშია, რაც ქართველ გულშემატკივარს განსაკუთრებით ახარებს. თითოეული ქართველი ამაყობს, მაგრამ სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში განსაკუთრებით ამაყობენ იმით, რომ კვარაცხელიას ფესვები მათ სოფელშია. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახულია, რომ ნაკიფუში ხვიჩა კვარაცხელიას ბანერები განათავსეს.

სხვა სტატიები