Belive

ვიქტორ ოსიმენის მიღწევა - ნიგერიელი ფორვარდი ნაპოლის ისტორიაში შევიდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში (გადადებული მატჩი) ,,ნაპოლიმ” ,,სასუოლო'' სტუმრად 6:1 დაამარცხა.

მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემა მიითვალა. ასევე გამორჩეული მატჩი ჰქონდა ვიქტორ ოსიმენსაც, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

ამ გატანილი გოლებით, ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლის" ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა - კერძოდ კი, ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლური კლუბის ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სერია A-ში, ზედიზედ მეოთხე სეზონში შეძლო 10+ გოლის გატანა.

აქამდე "ნაპოლის" მაისურით ეს მხოლოდ ატილა სალუსტროსა (1929/30 - 1932/33) და დიეგო მარადონას ((1984/85 - 1987/88) ჰქონდათ გაკეთებული. ახლა კი ამ დიდებულ სიას ვიქტორ ოსიმენიც შეემატა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლის" რიგებში 2020/2021 წლების სეზონიდან ირიცხება, რა დროშიც მან 122 მატჩში 72 გოლი გოლის გატანა და 18 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები