Belive

"დარჩენა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს, მაგრამ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ" - ოსიმენი

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

33-წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლი" სერია A-ს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა - ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ვიქტორ ოსიმენია, რომელიც გახდა პირველი აფრიკელი ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ს ოქროს ბუცის მოგება შეძლო.

საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, ოსიმენმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "ნაპოლიში" დარჩენა და ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, თუმცა, გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

"ნაპოლისთვის" UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლებელი არაა. დარჩენა ძალიან მინდა, მაგრამ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს“, – ვიქტორ ოსიმენი.

შეგახსენებთ, ნიგერიელმა ვარსკვლავმა სერია A-ს 2022/23 წლების სეზონში 26 გოლის გატანა შეძლო და ბომბარდირის ტიტულს დაეუფლა.

სხვა სტატიები