Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება მარსელთან მატჩში

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში მარსელმა პარი სენ ჟერმენს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

პარიზული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაატარა.

ხვიჩამ Sofascore-სგან 6.6-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 66-ჯერ შეეხო, კარისკენ 3-ჯერ დაარტყა, 8-დან 5 დუელი მოიგო და 44-დან 36 ზუსტი გადაცემა გააკეთა (82%).

6.3 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Whoscored-მა, 6.7 ქულით კი - Flashscore-მა.

ლუის ენრიკეს გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 27 სექტემბერს, ოსერის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები