Belive

კვარაცხელია ოთხეულშია | ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი?

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფამ ის 4 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ.

ნომინანტთა შორისაა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ლივერპულთან მოგებულ შეხვედრაში ეფექტური გოლი გაიტანა.

ხვიჩას გარდა, ოთხეულში ხულიან ალვარესი, მანუელ ნოიერი და დავიდ რაია მოხვდნენ.

  • კვარაცხელია - გოლი ლივერპულთან 2:0 მოგებულ მატჩში.

  • ალვარესი - გოლი ბარსელონასთან 2:0 მოგებულ მატჩში.

  • ნოიერი - 9 მოგერიება რეალთან 2:1 მოგებულ მატჩში.

  • რაია - 5 მოგერიება სპორტინგთან 1:0 მოგებულ მატჩში.

თქვენი რჩეულისთვის ხმის მიცემას ამ ლინკზე შეძლებთ.

სხვა სტატიები