Belive

ბაიერნი Vs. პსჟ | პარიზული გრანდის სავარაუდო შემადგენლობა L'Equipe-ს ვერსიით

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ბაიერნი პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს - პრინციპული მატჩი, რომელიც ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ფინალისტს გამოავლენს, 6 მაისს, 23:00 საათზე, ალიანს არენაზე გაიმართება.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe, 1/2-ფინალური მატჩისთვის პარი სენ-ჟერმენის სავარაუდო ძირითად თერთმეტეულს ასახელებს.

პარი სენ-ჟერმენი: საფონოვი; ზაირ-ემერი, მარკინიოსი (C), პაჩო, მენდეში, ვიტინია, რუისი, ნევეში, კვარაცხელია, დემბელე, დუე.

ფრანგული გამოცემის ვერსიით, პარიზული გრანდის ძირითად შემადგენლობაში ტრავმირებულ ჰაკიმის ზაირ-ემერი შეცვლის, ხოლო ნახევარდაცვაში ფაბიან რუისი დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენსა და ბაიერნს შორის პარიზში გამართული სანახაობრივი დაპირისპირება ფრანგული გრანდის გამარჯვებით, 5:4 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ მატჩში დუბლი გაიფორმა.


სხვა სტატიები