Belive

ხვიჩა კვარაცხელია Sofascore-ის ვერსიით სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვებგვერდ Sofascore.com-ის ვერსიით, ,,ნაპოლის'' თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა.

კვარამ გასულ ტურში 8.3-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც მხოლოდ მისსავე თანაგუნდელს, ვიქტორ ოსიმენს (8,8) ჩამორჩა.

კვარაცხელიამ ,,ტორინოსთან'' მოგებულ მატჩში (4:0) პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. ხვიჩა შეხვედრაში ბურთს სულ 51-ჯერ შეეხო, კარისკენ ორჯერ დაარტყა და 37-დან 32 სწორი გადაცემა გააკეთა (86%).

27 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 71 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 2 აპრილს, ,,მილანთან'' შინ გამართავს.

სხვა სტატიები