ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მატჩს, ბარსელონას წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოტოვებს
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ-ჟერმენის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მატჩს, ბარსელონას წინააღმდეგ გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურის შეხვედრაში, ოსერის წინააღმდეგ კვარამ მარცხენა ბარძაყის დაზიანება მიიღო და მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს.
დღეს, Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც წერია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა კვლავ აწუხებს და ჩემპიონთა ლიგის მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. წყაროს ცნობით, მისი დაზიანება სერიოზული არაა და აღდგენითი პროცესის კარგად წასვლის შემთხვევაში, ხვიჩა მოედანს მომდევნო თამაშში დაუბრუნდება.
პარი სენ-ჟერმენი ბარსელონას ხვალ, პირველ ოქტომბერს ესტუმრება, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.