Belive

ხაბი ალონსო: "ყველაზე მეტად მიყვარს ენფილდი, თუმცა აქ გამარჯვებისთვის მოვედი"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, 4 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში, ლივერპული 'სამეფო კლუბს' უმასპინძლებს.

ეს მატჩი მრავალმხრივ საინტერესოა, თუნდაც იმიტომ, რომ რეალის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ითამაშებს გიორგი მამარდაშვილი. ასევე ენფილდზე ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი და ხაბი ალონსო ბრუნდებიან.

პრინციპული დაპირისპირების წინ, რეალის მთავარმა მწვრთნელმა - ხაბი ალონსომ ისაუბრა.

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მიხარია აქ დაბრუნება, ეს ჩემი სახლია, აქაურობაზე მეტად ძალიან ცოტა რამ თუ მიყვარს ცხოვრებაში. ენფილდი არის ადგილი, სადაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გავატარე, აქაურობაზე ვგიჟდები ისე მიყვარს, თუმცა აქ მოსაგებად ვარ მოსული.

წინა ჩემპიონთალიგური მატჩი კარგი იყო, მომეწონა ჩემი გუნდის თამაში, თუმცა ერთადერთი ნათელი პრობლემა რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, საგოლე მომენტების ვერგამოყენება იყო, რაზეც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ.

ლივერპული მშვენიერი გუნდია, ცოტა მძიმე პერიოდი ჰქონდათ, თუმცა ამანაც გაიარა და დალაგდნენ, ვნახოთ როგორი თამაში იქნება.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მიუხედავად დიდი სიყვარულისა და უდიდესი პატივისცემისა, მე აქ მოსაგებად ვარ მოსული..." - ხაბი ალონსო

შეგახსენებთ, რომ ხაბი ალონსო 'მერსისაიდულ' კლუბში 2004/2005 წლების სეზონიდან, 2008/2009 წლების სეზონამდე ირიცხებოდა, რა პერიოდშიც 210 მატჩი ჩაატარა, სადაც 18 გოლის გატანა და 19 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. მან ლივერპულთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერ თასი მოიგო.

4 ნოემბერს ენფილდი ჩემპიონთა ლიგის მორიგ ჯადოსნურ საღამოს უმასპინძლებს - 23:55 საათზე, ლივერპული მადრიდის რეალს დაუპირისპირდება და საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

სხვა სტატიები