"სამწუხაროდ, ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს" - ბერნარდუ სილვა
16 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბერნარდუ სილვამ პორტუგალიის ნაკრების მთავარ პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოთამაშეებს ერთი სათამაშო სტილი არ აქვთ, რაც სხვადასხვა ჩემპიონატებში ასპარეზობიდან გამომდინარეობს. სილვამ ამის გამომწვევ მიზეზზეც ისაუბრა.
გერმანელი ფეხბურთელები გერმანიაში თამაშობენ და მსგავსად ვითარდებიან. თითქმის ყველა ესპანელი ფეხბურთელი ესპანეთში თამაშობს და ერთ სათამაშო სტილს აყალიბებენ. ჩვენ ეს ხასიათი არ გვაქვს, ჩვენი ფეხბურთი განსხვავებულია. დაბალი ფინანსური შესაძლებლობების გამო, პორტუგალიური გუნდები მოთამაშეებს უშვებენ და ისინიც სხვადასხვა ლიგებში, სხვადასხვა სტილით თამაშობენ. ყველა შესაბამისად ადაპტირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა კლუბი მომზადებისთვის ცოტა დროს აძლევს. ეს რთული პროცესია. - განაცხადა ბერნარდუ სილვამ
"Most Spanish players play in Spain and develop within the same style. We don't have that." 👀
— Hayters TV (@HaytersTV) June 30, 2026
Bernardo Silva on why Portugal cannot play the same way Spain do at the World Cup 👇 pic.twitter.com/dZNXimaEpN
პორტუგალიას წინ პირველი პლეი-ოფის შეხვედრა ელის, რომელიც ხორვატიასთან იქნება. ეს მატჩი სამ ივნისს 03:00 საათზე არის ჩანიშნული.