Belive

"კაზემირო უახლოეს მომავალში ინტერ მაიამიში იასპარეზებს" - Telegraph

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედის ბრაზილიელი ფეხბურთელი კაზემირო უახლოეს მომავალში ინტერ მაიამიში იასპარეზებს. ბრიტანული გამოცემის Telegraph-ის ინფორმაციით 34 წლის ნახევარმცველი ცოტა ხნის წინ მაიამიში იმყოფებოდა და გუნდის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

MLS-ში გადასვლის ვარიანტს ის ფაქტიც ამყარებს, რომ კაზემიროს მანჩესტერ იუნაიტედთან მიმდინარე წლის ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და ოლდ ტრაფორდს დატოვებს.

კაზემირო მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ბრაზილიელის შესახებ ისაუბრა:

დარწმუნებული ვარ, რომ მას კიდევ შეუძლია იმ დონეზე თამაში, რაც აქამდე უჩვენებია. კაზემიროს აქვს დიდი გამოცდილება და ვფიქრობ მას ახალგაზრდა მოთამაშეების დახმარება შეუძლია. ის ჩემი მოსვლის დღიდან საუკეთესოა და მასთან მუშაობა სასიამოვნოა. - მაიკლ კერიკი

შეგახსენებთ, რომ კაზემირო მანჩესტერულ გრანდში 4 წლის წინ რეალ მადრიდიდან გადავიდა, ამ პერიოდის განმავლობაში მან ინგლისის FA თასი და ინგლისის ლიგის თასი მოიგო.

სხვა სტატიები