Belive

ინგლისურ მედიაში მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი სატრანსფერო სამიზნეები სახელდება

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

The Sun-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი კაზემიროს შესაცვლელად ზაფხულში ორი ნახევარმცველის ყიდვას ეცდება.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ ჰარი მაგუაიერი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, კლუბი ცენტრალური მცველის ტრანსფერზეც იმუშავებს.

როგორც The Sun წერს, წითელი ეშმაკების მთავარი სამიზნე ნიუკასლის ნახევარმცველი, სანდრო ტონალია. მანჩესტერის სიაში, ასევე, ადამ უორტონი (კრისტალ პალასი), ელიოტ ანდერსონი (ნოტინგემი), კარლოს ბალება (ბრაიტონი) და ალექს სკოტი (ბორნმუთი) არიან.

პრემიერლიგის 30 ტურის შემდეგ, იუნაიტედს 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა. კერიკის გუნდი მომავალ მატჩს 20 მარტს, ბორნმუთის წინააღმდეგ გამართავს.