ერლინგ ჰოლანდმა უეინ რუნისა და სერხიო აგუეროს რეკორდები გააუმჯობესა
სიტიმ, გუშინ, მანჩესტერულ დერბიში, იუნაიტედი სტუმრად, 0:1 დაამარცხა და პრემიერ ლიგის ახალ სეზონში აღებული იდეალური სტარტი შეინარჩუნა. მარესკას გუნდმა, თამაშის უდიდესი ნაწილი 10 კაცით ჩაატარა. შეხვედრის 23-ე წუთზე, ფილ ფოდენმა, ბრუნო ფერნანდეშის წინააღმდეგ, წესები დაარღვია, რასაც პირდაპირ წითელი ბარათი მოჰყვა.
მატჩის გადამწყვეტი და უკიდურესად საკამათო ეპიზოდი, შეხვედრის 60-ე წუთზე მოხდა, როდესაც ერლინგ ჰოლანდის გატანილი გოლი თავდაპირველად გაუქმდა, თუმცა VAR-ის ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, გადაწყვეტილება შეიცვალა. გოლი ჩაითვალა და სტუმრებმა სამი ქულა მოიპოვეს.
სიტიმ სეზონის პირველი ოთხი მატჩი, მეშვიდედ მოიგო. თუმცა. წინა ექვსი შემთხვევიდან, მანჩესტერელები ჩემპიონები მხოლოდ ორჯერ, 2012 და 2024 წლებში გახდნენ. ერლინგ ჰოლანდი კი, გატანილი გოლით, მანჩესტერული დერბის ისტორიაში, საუკეთესო ბომბარდირი გახდა და უეინ რუნისა და სერხიო აგუეროს შედეგები გააუმჯობესა. ნორვეგიელმა თავმდამსხმელმა გუშინდელ მატჩში, იუნაიტედის წინააღმდეგ, მე-9 გოლი გაიტანა. აგუეროს და რუნის ანგარიშზე კი, 8 გოლია.
10 კაცით გამარჯვება საოცარია. ფოდენის გაძევების შემდეგ, უკან დახევა მოგვიწია. მაგრამ როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცა, ეს გამოვიყენეთ, გოლი გავიტანე და თამასი მოვიგეთ. ეს ჩვენ ხასიათსა და მენტალიტეტზე მეტყველებს. კაცნაკლული თამაში "ოლდ ტრაფორდზე" და ბურთის კონტროლი. მეტოქეს ბურთის წართმევის შესაძლებლობა არ მივეცით. სწორედ ესაა ხასიათი. - ერლინგ ჰოლანდი
სიტიმ, სეზონი იდეალურად დაიწყო. ენცო მარესკას შეგირდებს ოთხიდან ოთხი გამარჯვება აქვთ, და 12 ქულით, არსენალთან ერთად, პირველ და მეორე ადგილებს იყოფს. მანჩესტერ სიტი, პრემიერ ლიგაში, მომდევნო მატჩს, 20 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე, სანდერლენდის წინააღმდეგ ჩაატარებს.
9 - Erling Haaland is now the top scorer in Premier League games between Manchester City and Manchester United:
— OptaJoe (@OptaJoe) September 13, 2026
9 - Haaland (8 apps)
8 - Agüero (13 apps)
8 - Rooney (21 apps)
Domination. pic.twitter.com/EBiifV12st