Belive

კასანო: ,,გახსოვთ, რას ვამბობდი მოურინიოზე? ალეგრის დროც მალე მოვა''

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს 13 ტურის შემდეგ, მილანი სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ,,როსონერის'' მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის მუშაობით ყველა კმაყოფილი მაინც არ არის.

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, ანტონიო კასანოს, მილანის თამაშების ყურება არ მოსწონს და 58 წლის სპეციალისტს აკრიტიკებს:

,,უდინეზესთან მატჩს თუ არ ჩავთვლით, მილანი საშინელ ფეხბურთს თამაშობს. გახსოვთ, რას ვამბობდი მოურინიოზე? ვფიქრობდი, რომ ის დასრულდებოდა და მალევე დაივიწყებდნენ... ალეგრის დროც მოვა.

ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ 2025 წელს გუნდი მისი მწვრთნელის გამო ასეთ ცუდ ფეხბურთს აჩვენებს.

მილანი ისტორია, სილამაზე და ესთეტიკაა. და რას აკეთებს ალეგრი? ყველა ფეხბურთელს მეკარის წინ აყენებს, შემდეგ კი ისინი ბურთის დაბრუნებაზე, კონტშეტევებსა და გოლების ასე გატანაზე მუშაობენ.'' - ანტონიო კასანო

13 ტურის შემდეგ მილანი სერია A-ს 28 ქულით ლიდერობს, 28 ქულა აქვს მეორეადგილოსან ნაპოლისაც.

ალეგრის გუნდი მომავალ მატჩს პარასკევს, 5 დეკემბერს, იტალიის თასზე, ლაციოს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები