Belive

ვერონას ფეხბურთელმა გულშემატკივარი სცემა | VIDEO

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში, მილანთან მარცხის (0:1) შემდეგ, ვერონას შემტევი გულშემატკივარს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გიფტ ორბანსა და ვერონას ერთ-ერთ გულშემატკივარს შორის ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ამ უკანასკნელმა ნიგერიელი შემტევის ავტომობილს ხელი დაარტყა.

ვერონას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური მოხსენება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ ცნობილია, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გამოძიება დაიწყო და შესაძლოა ორბანი მკაცრად დაისაჯოს.