კარლო ანჩელოტიმ ჟოაო პედროს მოუბოდიშა
კარლო ანჩელოტიმ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრაზილიის ნაკრების 26 კაციან სიაში ვერ მოხვედრის გამო ჟოაო პედროს მოუბოდიშა. იტალიელმა სპეციალისტმა აღიარა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ნამდვილად იმსახურებდა გუნდში ადგილს, თუმცა საბოლოოდ გამოცდილ მოთამაშეებს მიანიჭა უპირატესობა, მათ შორის სელესაოში დაბრუნებულ ნეიმარს.
É A LISTA DO CORAÇÃO! É A LISTA DO BRASIL! 🇧🇷
— brasil (@CBF_Futebol) May 18, 2026
Não são apenas 26 nomes. São 26 corações que sonharam com esse momento.
VAMOS EM BUSCA DA SEXTA ESTRELA! 🌟⭐🏆#BateNoPeito
ISSO É BRASIL! pic.twitter.com/1MRWJyG9ug
მიუხედავად იმისა, რომ პედრომ პრემიერ ლიგაში შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებისთვის უფრო გამოცდილი ფეხბურთელები აირჩია. ყველაზე გამორჩეული გადაწყვეტილება ნეიმარის დაბრუნება იყო, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიზიკური პრობლემები ხშირად აწუხებდა. ანჩელოტიმ აღიარა, რომ საბოლოო განაცხადით ბევრი მოთამაშე იმედგაცრუებული დარჩებოდა.
„ზოგი ფეხბურთელი, ვინც წელს ჩვენთან იყო, ამ სიით ბედნიერი არ იქნება. ბოდიშს ვიხდი და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ჩვენთან ერთად იყო. რა თქმა უნდა, ვწუხვართ ჟოაო პედროს გამო. ევროპაში ჩატარებული სეზონიდან გამომდინარე, ალბათ იმსახურებდა ამ სიაში ყოფნას“ - კარლო ანჩელოტი
საერთაშორისო განაცხადში ვერ მოხვედრის შემდეგ რამდენიმე საათში ჩელსიმ ჟოაო პედრო სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ბრაიტონის ყოფილმა მოთამაშემ გულშემატკივართა გამოკითხვაში ხმების 60%-ზე მეტი მიიღო და ენცო ფერნანდესსა და კაისედოს აჯობა.
24 წლის ფეხბურთელი ჩელსისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა — მხოლოდ პრემიერ ლიგაში 15 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დააგროვა. ამით ის კლუბის ისტორიაში მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სადებიუტო სეზონში პრემიერ ლიგაში 20+ საგოლე მოქმედებას მიაღწია. მანამდე ეს მოახერხეს ისეთმა ლეგენდებმა, როგორებიც ედენ აზარი და დიეგო კოშრა არიან. ყველა ტურნირზე ერთად ჟოაო პედროს მაჩვენებელი 25 საგოლე მოქმედებამდე ავიდა, ბრაზილიელი შემტევებიდან მასზე უკეთესი სტატისტიკა მხოლოდ ვინისიუსსა და რაფინიას აქვთ.