ტრავმის მიუხედავად, ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს მაინც აპირებს
გუშინ, „ვილა ბელმიროზე“ სანტოსისა და დეპორტივო კუენკას შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სანტოსმა 3-0 იმარჯვა. აღნიშნულ დაპირისპირებას ნეიმარი ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს. ბრაზილიელი ვარსკვლავის გამოჩენამ გულშემატკივრები აღაფრთოვანა. ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, როგორ გრძნობდა თავს ბრაზილიის ნაკრებში გამგზავრებამდე, ნეიმარმა შემდეგი სიტყვებით უპასუხა. „აქ ვარ, სრულიად კარგად და ჯანმრთელი“. მან, ამ პასუხით, კიდევ ერთხელ უარყო ის ეჭვები, რომ თითქოს ვერ შეძლებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს.
გავრცელებული ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი, თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ნეიმარისთვის, ინდივიდუალურ ვარჯიშებს ჩაატარებს. მართალია, ნეიმარი ოპტიმისტურადაა განწყობილი, მაგრამ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების სამედიცინო პერსონალი მაინც ფრთხილ მიდგომას იჩენს და ფეხბურთელს აქტიური ფიზიკური დატვირთვისგან, განსაკუთრებით პირველ დღეებში, თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, რადგან მიღებული ტრავმა უფრო არ გაუარესდეს.
ნეიმარმა, ტრავმამდე, სანტოსის რიგებში, 15 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეს ის ნეიმარი არ არის, რომელსაც 10 წლის წლინ ბარსელონაში ვიცნობდით. მაგრამ ამის მიუხედავად, ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ბოლო შეხვედრებში, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გარკვეულწილად, ეს ფაქტორი გახდა მნიშვნელოვანი კარლო ანჩელოტისთვის, ნეიმარის ნაკრებში გამოსაძახებლად.
ნეიმარისთვის ეს მუნდიალი რიგით მეოთხეა. წინა სამ მსოფლიოზე, ბრაზილია, ყველაზე შორს, ნახევარფინალში გავიდა. ნეიმარს ის ნახევარფინალი მაინც და მაინც კარგად არ უნდა ახსოვდეს. ამჯერად კი ყველანაირად ეცდება, თავის გუნდს ჩემპიონობაში დაეხმაროს. ბრაზილიელთა ათიანს, მუნდიალებზე, 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 8 გოლი აქვს გატანილი.