Belive

"ასეთ დროს პანიკაში არ ვვარდებით, ამიტომაც გვაქვს მკერდზე 5 ვარსკვლავი" - ანჩელოტი

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში იაპონიას დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის პირველი ნახევარი იაპონიის გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ მეორე ტაიმში სელესაო სრულ უპირატესობას დაეუფლა, რასაც ჯერ კაზემიროს, ბოლო წუთზე კი გაბრიელ მარტინელის გოლი მოჰყვა.

1/16-ფინალურ მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განმარტა თუ რა უთხრა ფეხბურთელებს შესვენებაზე.

გატანილი გოლის შემდეგ იაპონიამ დისკომფორტი შეგვიქმნა. ისინი თავს დისციპლინირებულად იცავდნენ და ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს ელოდნენ.

შესვენებაზე ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ბურთი უფრო სწრაფად გაეთამაშებინათ და მეტი გამბედაობით შეეტიათ. ბრაზილია ასეთ მომენტებში პანიკაში არ ვარდება - სწორედ ამიტომ გვაქვს მაისურზე 5 ვარსკვლავი.
- კარლო ანჩელოტი.

ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში კოტ დ'ივუარსა და ნორვეგიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები