კარლო ანჩელოტი: "თუ რამის მიღწევა გვინდა, ბარსელონას ყველგან უნდა მოვუგოთ"
თითქმის გადაწყვეტილია, რომ კარლო ანჩელოტისთვის ეს ბოლო სეზონია მადრიდის "რეალში", თუმცა როდის გაათავისუფლებენ იტალიელს? რეალი ბევრ რამეზე ფიქრობს, კლუბი ინარჩუნებს 2 ტიტულის მოგების შანსს (ლა ლიგა და კოპა დელ რეი), ასევე პერესი ფიქრობს ზაფხულში გასამართ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, რომლის მოგებაც პირველი სწორედ მას სურს, ამიტომ მწვრთნელის საკითხი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ლა ლიგის 33-ე ტურში, "სამეფო კლუბი" "ხეტაფეს" მადრიდულ დერბიში დაუპირისპირდება. მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ, ლა ლიგისა და კოპა დელ რეის შესაძლო მოგებაზე ისაუბრა და ამ საკითხზე მსჯელობას დიდი დრო დაუთმო.
"მოდით დავიწყოთ იმით, რომ თუ რომელიმე ტიტულზე ფიქრი გვინდა, ამისთვის საჭიროა, რომ ყველა ფრონტზე დავამარცხოთ ბარსელონა, სხვანაირად ფიზიკურად ვერ მოვიგებთ ტიტულს.
თასის ფინალში მეტოქედ სწორედ ბარსელონა გვყავს, შესაბამისად თუ მოვუგებთ, მინიმუმ 1 ტიტულს გავინაღდებთ და წინ კიდევ ლა ლიგისთვის ბრძოლაა.
რა თქმა უნდა, ურთულესია 2 კვირის განმავლობაში ორჯერ ითამაშო ელ კლასიკო, თუმცა ეს სირთულეს მარტო ჩვენთვის არ წარმოადგენს - ისეთივე რთული იქნება "ბარსელონასთვის".
ასე რომ, თუ რამეზე ფიქრი გვსურს, უეჭველია, რომ მათ უნდა მოვუგოთ." - კარლო ანჩელოტი
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში, "ბარსელონა" "სამეფო კლუბს" 4 ქულით უსწრებს. ლა ლიგის ეგიდით, ელ კლასიკო 11 მაისს, ბარსელონაში გაიმართება, კოპა დელ რეის ფინალი კი 26 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.