Belive

კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეფასება - კვარამ მანჩესტერთან ვერ გაიბრწყინა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრესეზონის საკლუბო ამხანაგურ მატჩში პარი სენ-ჟერმენი მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდა. გიოტებორგში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

პარი სენ-ჟერმენის ქართველმა ვარსკვლავმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, თუმცა კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. კვარამ მეტოქის კარისკენ ზუსტად მხოლოდ 1 დარტყმა განახორციელა, ხოლო დრიბლინგის 9 მცდელობიდან მხოლოდ 2 დასრულდა წარმარებით.

აღსანიშნავია, რომ რიგ ეპიზოდებში კვარას წინააღმდეგ განსაკუთრებით უხეშობდნენ და ქართველი ვარსკვლავი მძიმე ტრავმას გადაურჩა. ასევე უნდა ითქვას, რომ პრესეზონზე გამართულ მატჩებში გუნდები ძირითადად გადახალისებული შემადგენლობით თამაშობენ და მწვრთნელებიც ხშირად სხვადასხვა ტაქტიკურ ნიუანსს ამუშავებენ - გამონაკლისი არც ეს მატჩი ყოფილა, სადაც კვარას ძირითადად დაცვაში უწევდა გარჯა. ამიტომ გასაკვირი სულაც, არაა რომ კვარაცხელიამ ის ფენომენალური შეფასება ვერ დაიმსახურა, რომელსაც გულშემატკივრები მიგვაჩვია.

სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორირეტულმა პლატფორმებმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შემდეგნაირად შეაფასეს:

  • Flashscore: 5.8

  • Sofascore: 6.6

სხვა სტატიები