Belive

კვარაცხელია: "აქ ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ სათადარიგოზე აღმოჩნდე"

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელია აღნიშნავს, რომ ის აღარ არის ისეთი მოთამაშე, როგორიც 2025 წლის იანვარში, პსჟ-ში მოსვლამდე იყო. ნაპოლიში თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, საფრანგეთის დედაქალაქში თავისი თამაში ახალ დონეზე აიყვანა და პარიზელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ორი ტიტული მოიპოვა.

გასულ სეზონში იგი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა, რითაც თავდასხმის ლიდერის სტატუსი განამტკიცა და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მეორე თასის მოპოვებაში.

გთავაზობთ ხვიჩას ვრცელ ინტერვიუს France Football-თან:

აქ ჩამოსვლისას მივხვდი, თუ რამდენს დებდა გუნდი საქმეში და როგორი პატივისცემით მეპყრობოდა. სანაცვლოდ ვიგრძენი, რომ მათთვის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამეღო, რადგან ისინი ამას იმსახურებდნენ.

ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით გავაცნობიერე, რომ საუკეთესო ფორმაში უნდა ვყოფილიყავი, რადგან აქ ყველა ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად საკმარისად ძლიერია. ერთი შეცდომაც კი საკმარისია, რომ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდე. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებ გუნდის დასახმარებლად, იქნება ეს დაცვაში თუ შეტევაში. მინდა, ამ კლუბისთვის თავი არ დავზოგო.

საუკეთესო საგოლე გადაცემა - გამოვყოფდი იმას, რომელიც გასულ სეზონში დემბელეს მივეცი მიუნხენში, ბაიერნის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში (2026 წლის 6 მაისი, საპასუხო მატჩი 1:1). ეს გადამწყვეტი შეხვედრა იყო. სტუმრად ვთამაშობდით ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე, „ალიანც არენაზე“. აუცილებლად უნდა გაგვეტანა პირველი გოლი. შეტევის განვითარება ბრწყინვალე იყო.

რაც შეეხება გოლს, ავირჩევდი ასტონ ვილას კარში გატანილს (2025 წლის 9 აპრილი, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი - მცველ აქსელ დისასისთან ეპიზოდში დარტყმის იმიტაციის შემდეგ, მახვილი კუთხიდან მარცხენა ფეხით ძლიერად დავარტყი და ემილიანო მარტინესს გავუტანე). ბევრი გოლით მიმიღია სიამოვნება, მაგრამ ეს, ალბათ, საუკეთესოა.

ფეხბურთში რისკზე წასვლა მიყვარს. როცა ბურთი მაქვს, თავს მსოფლიოში ყველაზე ამაყ ადამიანად ვგრძნობ. მომწონს ერთი-ერთზე თამაშის შეგრძნება და გუნდისთვის გოლის გატანაში დახმარება. რა თქმა უნდა, ზოგჯერ მწვავე ბრძოლებიც იმართება, მაგრამ ეს არასდროს სცდება მოედნის ფარგლებს - ციტირებს კვარას სიტყვებს RMC SPORT

სხვა სტატიები