Belive

,,პსჟ-ს ფსონი მხოლოდ დემბელეზე უნდა დაედო'' - France Football-ის მთავარი რედაქტორი

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

France Football-ის მთავარმა რედაქტორმა, ვენსან გარსიამ, განაცხადა, რომ პსჟ-ს, ოქროს ბურთის დაჯილდოებამდე, წინა პლანზე უსმან დემბელე უნდა წამოეწია:

,,ვფიქრობ, რომ მბაპემ ძალიან კარგი კამპანია ჩაატარა და გამარჯვებულთან ჩამორჩენაც ძალიან მცირე იყო. მან შეძლო დაეფასებინა ის, რაც მსოფლიო ჩემპიონატის წელს გააკეთა.

სხვებს უფრო სუსტი კამპანია ჰქონდათ. იმავეს ვიტყოდი პსჟ-ზეც, ისინი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 2-გზის გამარჯვებულები არიან. ჰყავთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მეექვსეა, უსმანი, ოქროს ბურთის მფლობელი, რომელიც მეშვიდეა, ფაბიან რუისი - მეათე. მგონია, რომ პსჟ-ს კომუნიკაცია არ იყო მკაფიო ჯერ სამი (დემბელე, კვარა, რუისი) შემდეგ კი ორი მოთამაშის (დემბელე, კვარა) წარმოჩენისას... ვფიქრობ, მათ მხოლოდ ერთი ფეხბურთელისთვის უნდა დაეჭირათ მხარი და ჩემი აზრით, ეს ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელი, უსმან დემბელე უნდა ყოფილიყო.'' - ვენსან გარსია

უსმან დემბელემ, რომელიც ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელი იყო, წლევანდელ გამოკითხვაში მე-7 ადგილი დაიკავა, მე-6 ადგილზე გავიდა ხვიჩა კვარაცხელია, ჯილდო კი ჰარი კეინს გადაეცა.

სხვა სტატიები