ოქროს ბურთის მფლობელი ჰარი კეინი გახდა
ოქროს ბურთის მფლობელი ჰარი კეინი გახდა. ინგლისელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.
კეინის მთავარი კონკურენტები გამოკითხვაში კილიან მბაპე და ლამინ იამალი იყვნენ.
Top ათეული ასე გამოიყურება:
ჰარი კეინი
კილიან მბაპე
ლამინ იამალი
როდრი
ლეო მესი
ხვიჩა კვარაცხელია
უსმან დემბელე
ერლინგ ჰოლანდი
მაიკლ ოლისე
ფაბიან რუისი
კეინმა გასულ სეზონში ჩატარებულ 65 შეხვედრაში 73 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. ინგლისელმა ბაიერნთან ერთად 3 ტიტულის მოგება შეძლო, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოქროს ბურთის ბოლო გამარჯვებული უსმან დემბელე იყო, რომელმაც შარშანდელ გამოკითხვაში 1380 ქულა მიიღო.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ლამინ იამალი დასახელდა.
საუკეთესო მწვრთნელად ლუის დე ლა ფუენტე დაასახელეს.
სოკრატესის სახელობის ჯილდო ბუკაიო საკას გადაეცა.
საუკეთესო მეკარე უნაი სიმონი გახდა.
გერდ მიულერის სახელობის პრიზი ჰარი კეინმა მიიღო.
წლის საუკეთესო კლუბი - პარი სენ ჟერმენი.
წლის საუკეთესო ქალთა კლუბი - ბარსელონა.
ქალებს შორის ოქროს ბურთის მფლობელი ალექსია პუტელიასი გახდა.
HARRY KANE IS THE NEW BALLON D'OR! #ballondor https://t.co/jEn8E1bLEF
— Ballon d'Or (@ballondor) October 26, 2026