ჩინელებს კილიან მბაპესთან პრობლემები აქვთ
კილიან მბაპე, მაო ძედუნზე ხუმრობის გამო, ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს - ფეხბურთელმა ჩინურ კომპანიებთან სამი სავაჭრო კონტრაქტი დაკარგა. სკანდალი იმდენად მასშტაბურია, რომ პეკინმა მისი განცხადება ოფიციალურად დაგმო.
საქმე უკვე სახელმწიფო დონეზეა. ჩინეთის დედაქალაქმა სამშაბათს „სრულიად ბუნებრივად“ შეაფასა ჩინელი ხალხის მხრიდან „ერთობლივი უარყოფა“, რაც ინტერნეტში გავრცელებულ იმ ვიდეოს მოჰყვა, რომელშიც საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი, ქვეყნის ყოფილ ლიდერზე, მაო ძედუნზე ხუმრობს.
ნებისმიერი განცხადება თუ ქმედება, რომელიც ჩინელი ხალხის ეროვნულ გრძნობებს ლახავს, ბუნებრივია, მთელი ჩინური საზოგადოების ერთობლივი პროტესტისა და უარყოფის ობიექტი გახდება. - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გუო ძიაკუნმა
სამმა მსხვილმა კომპანიამ: სასმელების მწარმოებელმა გიგანტმა Dongpeng-მა, რძის პროდუქტების ბრენდმა Mengniu-მ და ყველის მწარმოებელმა Milkground-მა (რომლებიც ფეხბურთელის სახელსა და იმიჯს აქტიურად იყენებდნენ), ერთმანეთის იდენტური განცხადებებით, კილიან მბაპესთან თანამშრომლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს.
საიდან დაიწყო სკანდალი?
კონფლიქტის მიზეზი ვიდეომასალაა, რომელშიც რეალ მადრიდის თავდამსხმელი ინტერნეტში გავრცელებულ იმ მიმებს განიხილავს, რომელთა მთავარი გმირიც თავადაა. ის აღნიშნავს, რომ ყველაზე სასაცილო ფოტომონტაჟი, რომელიც აქამდე უნახავს, არის მისი სახე დასმული იმ ადამიანის სურათზე, რომელსაც თავად „ჩინელ დიქტატორად“ მიიჩნევს. ჩინელებს მაო ძედუნის 'დიქტატორად' ხსენება არ მოეწონათ.
❌ Polémique Mbappé: C'est l'escalade, maintenant le gouvernement chinois s'en prend au capitaine des Bleus ► https://t.co/s7usBEsLBF https://t.co/iy48UjntV2
— RMC Sport (@RMCsport) October 27, 2026