Belive

ვინსენ გარსია: "მბაპე ლიდერობდა, თუმცა კეინმა ბოლოში მცირედით აჯობა"

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოქროს ბურთის მფლობელი ჰარი კეინი გახდა. ინგლისელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.

კეინის მთავარი კონკურენტები გამოკითხვაში კილიან მბაპე და ლამინ იამალი იყვნენ.

ოქროს ბურთის დაჯილდოების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა ვინსენ გარსიამ, რომელიც არის ავტორიტეტული ფრანგული ჟურნალის 'France Football'-ის (რომელიც „ოქროს ბურთის“ მთავარი ორგანიზატორია) მთავარი რედაქტორი და აღნიშნა, რომ წლევანდელი ხმის მიცემის ცერემონიალი ძალიან დაძაბული იყო და ოქროს ბურთისთვის ბრძოლა ბოლო წამამდე მიმდინარეობდა.

„შედეგებს რეალურ დროში ვადევნებდი თვალს ხმის მიცემის თვის განმავლობაში. კილიანი დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ ჰარი კეინი საქმეში დაბრუნდა და საბოლოოდ, ყველაფერი ძალიან, ძალიან მცირე ქულების სხვაობით გადაწყვიტა.“ - ვინსენ გარსია

როგორც გარსიამ აღნიშნა, ხმის მიცემის თვის განმავლობაში პროცესს რეალურ დროში აკვირდებოდა: კილიან მბაპე რბოლას დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა მოგვიანებით ჰარი კეინიც აქტიურად ჩაერთო კონკურენციაში. საბოლოოდ, ყველაფერი ფაქტობრივად მიკროსკოპულმა სხვაობამ, ძალიან ცოტა ქულამ გადაწყვიტა.

სხვა სტატიები