Belive

კაპელო კვარაცხელიაზე: ,,ასე არ უნდა მოიქცე''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიელმა სპეციალისტმა. ფაბიო კაპელომ, ,,ნაპოლისა'' და ,,ბარსელონას'' შეხვედრა შეაფასა.

ლეგენდარულ მწვრთნელს ნეაპოლელთა ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას საქციელი არ მოეწონა, რომელმაც შეცვლის შემდეგ უკმაყოფილება ვერ დამალა:

,,ბოლო 20 წუთში ნაპოლი მომეწონა, სწრაფად ათამაშდნენ, რამაც მეტოქეს საქმე გაურთულა. ნეაპოლელებმა საპასუხო მატჩი სწორედ ასე უნდა დაიწყონ. ლობოტკა, რომელსაც შარშან აქებდნენ, დღეს დაკარგული იყო.

არც კვარაცხელია მომეწონა - ასე არ უნდა მოიქცე და ეს ჟესტები არ უნდა გამოიყენო... როცა გამოგცვლიან, თანაგუნდელს უნდა ჩაეხუტო! ასე არ შეიძლება.

დავინახე ფეხბურთელები, რომლებიც შიშით თამაშობდნენ, თითქოს, მარადონა მათი სტადიონი არ ყოფილა. ბარსელონას პრესინგმა ნაპოლის დიდი პრობლემები შეუქმნა, შემდეგ კი გუნდი ლინდსტრომის, რასპადორისა და პოლიტანოს წყალობით ათამაშდა. უნდა გამოვყოთ მერეტის კარგი თამაში პირველ ტაიმში, რომელმაც ნაპოლი მატჩში დატოვა.'' - ფაბიო კაპელო

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,ნაპოლიმ'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანი 68-ე წუთზე დატოვა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 13 მარტს, კატალონიაში გაიმართება.

სხვა სტატიები