Belive

კვარაცხელია ზედიზედ მეორე მატჩში შეცვალეს | რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩამ კალიარისთან?

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში "კალიარიმ" საკუთარ მოდანზე "ნაპოლის" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის პირველი გოლი 65-ე წუთზე, ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა. ამ გოლის უდიდესი ნაწილი ჯაკომო რასპადორის ეკუთვნის, რომელმაც მცველს ბურთი თავად აართვა და უზუსტესი ჩაწოდებით ნიგერიელი თავდამსხმელი კარის ხაზთან 1 მეტრის მოშორებით დატოვა. კალიარიმ გამათანაბრებელი გოლი მატჩის მე-6 დამატებულ წუთზე გაიტანა, თავი ზიტო ლუვუმბუმ გამოიჩინა.

შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ, თუმცა 72-ე წუთზე ფრანჩესკო კალცონამ ქართველი მატეო პოლიტანოთი ჩაანაცვლა. კალცონა უკვე მეორე შეხვედრაა ნაპოლის თავკაცობს და ხვიჩა ორივე შემთხვევაში, თითქმის ერთსა და იმავე დროს გამოცვალა, ჯერ "ბარსელონასთან", ახლა კი კალიარისთან შეხვედრაში. sofascore-სა და whoscored-ის შეფასებები ერთმანეთს დაემთხვა, ორივე ვერსიის მიხედვით ხვიჩამ (6.7) შეფასება დაიმსახურა.

ნაპოლიმ ქულები ისევ დაკარგა და 37 ქულით მე-9 პოზიციაზე დარჩა, კალცონას გუნდი მომავალ შეხვედრას სტუმრად, 28 თებერვალს, "სასუოლოს" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები