Belive

ვარაუდი არ გამართლდა | კვარაცხელია კალიარისთან ძირითად შემადგენლობაშია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში "კალიარი" საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" მიიღებს. ჩემპიონთა ლიგაზე, "ბარსელონასთან" დაპირისპირების 68-ე წუთზე ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა, ქართველი კი აშკარად გაბრაზდა და მისი რეაქციაც შესაბამისი იყო. იმ მატჩის შემდეგ იყო მოსაზრებები, რომ კლუბი ხვიჩას დასჯიდა, რაც მის სათადარიგოთა სკამზე დატოვებაში გამოიხატებოდა, თუმცა ეს ვარაუდი არ გამართლდა და კვარა კალიარის პირველივე წუთიდან შეუტევს.

ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა:

1. ალექს მერეტი
5. ჟუან ჟესუსი
13. ამირ რაჰმანი
17. მატიას ოლივერა
30. პასკუალე მაცოკი
68. სტანისლავ ლობოტკა
99. ფრანკ ანგისა
20. პიოტრ ჟელინსკი
81. ჯაკომო რასპადორი
9. ვიქტორ ოსიმენი
77. ხვიჩა კვარაცხელია

ნაპოლი 36 ქულით ცხრილის მე-9 პოზიციაზეა, კალიარი კი სერია B-ში გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და ჩემპიონატის ბოლოს წინა ადგილზე იმყოფება - 19 ქულით.

სხვა სტატიები