ლუის ენრიკე: ,,კვარას აქვს უნარი, რომ რთულ მომენტში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს''
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ლივერპულთან მოგებული მატჩი შეაფასა:
,,ვფიქრობ, უმაღლესი დონის მეტოქესთან შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. მათ ჩვენ წინააღმდეგ სისტემა შეცვალეს, თუმცა ამას მიჩვეულები ვართ. მიმაჩნია, რომ მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ჩვენი დომინირების გათვალისწინებით.
ვარ თუ არა იმედგაცრუებული მეტი გოლის ვერგატანით? არანაირი იმედგაცრუება არ არსებობს, ეს ფეხბურთია. ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რაც ამ საღამოს მოედანზე ვაჩვენეთ.
ენფილდი? ვიცით, რომ სტუმრად თამაში წარმოუდგენლად რთული იქნება. მოგვიწევს ბრძოლა და გაძლება, მაგრამ სწორედ ასეთ მომენტებშია საჭირო მაქსიმალური სიფხიზლე. რთული იქნება, თუმცა ჩვენი განწყობა უცვლელია, სტადიონის მიუხედავად, იქ მოსაგებად წავალთ.'' - ლუის ენრიკე
პარი სენ ჟერმენის მთავარ მწვრთნელს ჟურნალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას სტაბილურ თამაშზეც ჰკითხა, რაზეც ესპანელმა სპეციალისტმა უპასუხა:
კვარა ყველა ტურნირზე ერთი და იგივეა. ის ახალგაზრდა მოთამაშეა, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილება აქვს. ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე ყოველთვის განსხვავებული მენტალიტეტია საჭირო და ის ამას ყოველ მატჩში ამტკიცებს.
ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია თამაშის ბედი მარტომ გადაწყვიტოს. მას აქვს უნარი, რომ რთულ მომენტში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. როდესაც ასეთი დონის ტურნირზე თამაშობ, გჭირდება მოთამაშეები, რომლებიც წნეხის ქვეშ არ იცვლებიან და კვარა სწორედ ასეთია - ის სტაბილურია, საიმედოა და ყოველთვის მზად არის ბრძოლისთვის.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ლივერპულს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი მომავალ სამშაბათს, ლივერპულში გაიმართება.
🚨 Luis Enrique 🇪🇸 : « 𝗞𝗩𝗔𝗥𝗔 🇬🇪 𝗘𝗦𝗧 𝗟𝗘 𝗠𝗘̂𝗠𝗘 𝗗𝗔𝗡𝗦 𝗧𝗢𝗨𝗧𝗘𝗦 𝗟𝗘𝗦 𝗖𝗢𝗠𝗣𝗘́𝗧𝗜𝗧𝗜𝗢𝗡𝗦. 👏❤️ 💙
— Actu Foot (@ActuFoot_) April 8, 2026
C’est un jeune joueur mais avec beaucoup d’expérience.
Il y a toujours une mentalité différente dans la compétition la plus importante d’Europe. » ⭐️
🎙️… pic.twitter.com/xeAmZb0X8Q