Belive

პარი სენ-ჟერმენი ლივერპულთან მატჩს მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე ლივერპულს უპირისპირდება. წყვილს შორის გასამართი პირველი მატჩი 8 აპრილს, 23:00 საათზე, პარკ დე პრენსზე შედგება.

პარიზული გრანდი პრინციპულ მეტოქესთან შეხვედრას მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება - ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, მატჩს ფაბიან რუისი და ბრედლი ბარკოლა გამოტოვებენ. ესპანელმა ნახევარმცველმა ტრავმა იანვარში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია, თუმცა, იყო მოლოდინი, რომ 1/4-ფინალური მატჩისთვის მწყობრში იქნებოდა. რუისმა სავარჯიშო პროცესი გამოტოვა, ხოლო ბარკოლამ გუნდთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ მოგვიანებით დისკომფორტი იგრძნო.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენი და ლივერპული ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასულ წელსაც დაუპირისპირდნენ ერთამენთს. შარშან 2-მატჩიან დუელში გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც პარიზელებმა უკეთ შეასრულეს, მომდევნო ეტაპზე გავიდნენ და საბოლოოდ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

სხვა სტატიები