Belive

ჯუდ ბელინგემი: "ჩვენ რეალ მადრიდი ვართ და საკუთარი ძალების გვჯერა"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრები გაიმართება. განმეორებით მატჩში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "რეალ მადრიდი" დაუპირისპირდებიან.

მატჩამდე პრესკონფერენციაზე მადრიდელთა მხრიდან ჯუდ ბელინგემი წარსდგა. ინგლისელმა ჟურნალისტებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

ისინი ტრებლის გამარჯვებულები არიან, საოცარი გუნდი ჰყავთ. თუმცა, ეს მხოლოდ გარედან ჩანს ასე. კოეფიციენტებს არ ვაკვირდები ასე რომ, არ ვიცი ვინ არის ფავორიტი. ჩვენ საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს. ჩვენ რეალ მადრიდი ვართ და საკუთარი ძალების გვჯერა.

ვიმედოვნებთ, რომ გავიმარჯვებთ. მთავარი ეს არის და ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია. გუნდმა კარგად უნდა ითამაშოს და ამაში მეც თუ დავეხმარები ძალიან ბედნიერი ვიქნები. მძიმე თამაში იქნება, თუმცა, ჩვენც კარგი გუნდი ვართ და ხარისხი უნდა ვაჩვენოთ. - განაცხადა ჯუდ ბელინგემმა

შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "სიტის" პირველი მატჩი "ბერნაბეუზე" გაიმართა, სადაც ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი ვნახეთ. დაპირისპირება 3:3 დასრულდა და შესანიშნავი გოლებიც ვიხილეთ.

დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე, "ეტიჰად სთეიდიუმზე" გაიმართება. შეხვედრას იტალიელი არბიტრი დანიელე ორსატო განსჯის.

სხვა სტატიები