Belive

ფერნანდინიომ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ყოფილმა ფეხბურთელმა - ფერნანდინიომ, 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ბოლოს ატლეტიკო პარანაენსეს შემადგენლობაში ირიცხებოდა, 2025 წელს კი ტრამვის გამო მან ერთ თამაშშიც კი ვერ მიიღო მონაწილეობის მიღება, რის გამოც გადაწყვიტა, რომ მისი და პროფესიონალური კარიერის ურთერთობა დასრულებულია.

ფერნანდინიო წლების განმავლობაში შახტარსა და მანჩესტერ სიტიში თამაშობდა, სწორედ ამ გუნდებში თამაშით დაამახსოვრა თავი საფეხბურთო სამყაროს.

მან ყველაზე მეტი მატჩი მანჩესტერულ კლუბში ჩაატარა (383), შახტარში კი 284-ჯერ ითამაშა.

ის საკმაოდ ტიტულოვანი ფეხბურთელია, მან სიტისთან ერთად ინგლისის ჩემპიონობა 5-ჯერ იზეიმა, 6-ჯერ კი ინგლისის ლიგის თასი მოიგო, ერთხელაც ინგლისის სუპერთასი. შახტარში კი უკრაინის ჩემპიონი 6-ჯერ გახდა.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2011 წელს შედგა, რის შემდეგაც 53 თამაში ჩაატარ და 2018 წელს ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო.

„ყველაფერი, რაც გავაკეთეთ, ფერნანდინიოს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“, - თქვა გვარდიოლამ 2019 წელს, რაც ამ ფეხბურთელის შესაძლებლობის შესახებ ძალიან ბევრ რამეს გვეუბნება...

სხვა სტატიები