"ჯერ იორდანიასთან არ უთამაშია, არ ვიცი ეს ყველაფერი სადამდე გაგრძელდება" - ზლატანი მესიზე
10 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი საოცარი შეხვედრა გამართა. ავსტრიის წინააღმდეგ ლეომ დუბლი შეასრულა და მიმდინარე მუნდიალზე უკვე 5 გოლი დააგროვა. ამასთან დაკავშირებით ზლტანამა ისაუბრა და თქვა, რომ არგენტინელი ამ ჩემპიონატზე კიდევ ბევრჯერ გაგვაოცებს.
პენალტის აცილების მომენტში გამოჩნდა, რომ ის ადამიანია. შემდეგ კი გვქონდა მომენტი, როდესაც ის ადამიანს არ გავდა. ეს მესია. ჯერ იორდანიასთან არ უთამაშია და არ ვიცი ეს ყველაფერი სადამდე გაგრძელდება. 5 გოლი 2 თამაშში... მე ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ნული გოლი მაქვს. - განაცხადა ზლატანმა
Zlatan Ibrahimovic with nothing but huge praise for Messi ❤️ pic.twitter.com/TecBQ0my0X
— AM☬ (@AbsoluteMxssi) June 22, 2026
ლიონელმა პირველ შეხვედრაში სამი გოლი გაიატანა. მას ჰეთ-თრიქის შესრულების შანსი ამ შეხვედრაშიც ჰქონდა, მაგრამ 11-მეტრიანი ააცილა.
არგენტინას მომავალი მატჩი იორდანიის წინააღმდეგ ელის, რომელიც 28 ივნისს 06:00 საათზე გაიმართება.