"თუ ყველა მსაჯი ფრანგია ეს ჩემთვის იდეალურია" - ლიონელ სკალონი
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჟურნალისტებთან შეხვედრისას ლიონელ სკალონის აცნობეს, რომ მატჩის მთავარ არბიტრთან ერთად, VAR-იც ფრანგი იქნება. არგენტინის თავკაცმა ეს კარგად მიიღო და თქვა, რომ მისთვის უკეთესია მატჩი ერთი ქვეყნის არბიტრებმა განსაჯონ.
„VAR-იც ფრანგია? ამით არაფერი შავდება, პირიქით. მე ერთხელ უკვე ვუთხარი FIFA-ს: თუ მოედნის ოთხივე მსაჯი ერთი ქვეყნიდანაა ეს უკეთესია. თუ ზემოთ, VAR-ის ოთახში მყოფებიც იმავე ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ესეც კარგია. რატომ? იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვეყნის მსაჯები ეპიზოდებს ერთნაირად არ აღიქვამენ და საკითხს სხვადასხვანაირად წყვეტენ. თუ ყველა მათგანი ფრანგია, ჩემთვის ეს იდეალურია. ეს საერთოდ არაფერს მიცვლის. - განაცხადა სკალონიმ
შეგახსენებთ, რომ არგენტინა მომავალ შეხვედრას დღეს გამართავს. 20:00 საათზე ჩანიშნულ მატჩში "ალბისელესტეს" მეტოქე ეგვიპტე იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, არგენტინა შემდეგ ეტაპზე კოლუმბიას ან შვეიცარიას შეხვდება.