ჯეიმი ვარდი იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
38 წლის ჯეიმი ვარდი, სერია A-ს ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ლესტერის ყოფილი თავდამსხმელი კრემონეზეს სეზონის დასაწყისში შეუერთდა და გახდა პირველი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოიპოვა.
ვარდი აღიარეს მას შემდეგ, რაც სერია A-ს ცხრილში მეცხრე ადგილზე მყოფმა კრემონეზემ ნოემბერში სამივე მატჩი წააგო, 38 წლის ფეხბურთელმა კი თავისი ერთადერთი გოლი იუვენტუსთან 2:1 წაგებულ მატჩში გაიტანა.
თვის საუკეთესოს გამოსავლენად, სტატისტიკურ მონაცემებთან კომბინირებულია გულშემატკივრების ხმებიც (ამ ფაქტორმა გაამარჯვებინა ინგლისელს), ვარდიმ მაიკ მენიოს, ლაუტარო მარტინესს, დავიდ ნერეშს, ლეო ოსტიგარდს და ნიკოლო ძანიოლოს აჯობა.
ვარდიმ კრემონეზეს ბოლო რვა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 1-ელ დეკემბერს, ბოლონიასთან (3:1) დუბლი შეასრულა. ინგლისელს სულ 4 გოლი აქვს გატანილი.
The fairytale hasn't ended, it's just entered a new chapter. 🔥
— Lega Serie A (@SerieA_EN) December 11, 2025
Jamie Vardy is your @EASPORTSFC Player of the Month for November. 👑
Now on #FC26#POTM #SerieA @easportsfcit pic.twitter.com/uAKRH79awP