Belive

ჯამალ მუსიალა ბაიერნის ახალი რეკორდსმენია!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, "ბაიერნისა" და "ვოლფსბურგის" დაპირისპირება შედგა. მატჩი "რეკორდმაისტერის" გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ "ვოლფსბურგის" კარში გატანილი პირველი გოლის ავტორი ჯამალ მუსიალა გახდა, რომელმაც "ბაიერნის" რეკორდი დაამყარა. 33-ე წუთზე, "ვოლფსბურგის" კარში გატანილი ეფექტური გოლის შედეგად, მუსიალა "რეკორდმაისტერის" ისტორიაში შევიდა - ახალგაზრდულ ასაკში გატანილი გოლებით, იგი "ბაიერნის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა! ბუნდესლიგაში ეს 19 წლის ვარსკვლავის მე-14 გოლი აღმოჩნდა, რითიც 20 წლამდე ასაკში გატანილი გოლების რაოდენობით, ლეგენდარულ ული ჰიონესს (13 გოლი) გადაასწრო.

შეგახსენებთ, ბუნდესლიგის განვლილი 2 ტურის შემდეგ, "ბაიერნი" 6 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია. ასევე 6 ქულა აქვს "დორტმუნდს", თუმცა, "რეკორდმაისტერს" მდევართან შედარებით გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი თანაფარდობა აქვს.

სხვა სტატიები