Belive

ბაიერნმა ტოტენჰემს კეინის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბაიერნი” ,,ტოტენჰემის” თავდამსხმელის, ჰარი კეინის ტრანსფერზე მუშაობას განაგძობს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მიუნხენურმა გრანდმა ლონდონელებს მეორე წინადადებით მიმართა.

როგორც იტალიელი წერს, ,,რეკორდმაისტერმა” ,,დეზებს” ფეხბურთელის სანავლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზა (+ ბონუსები). ,,ტოტენჰემის” ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, დიდი ალბათობით, გუნდი შეთავაზებას არ დათანხმდება.

,,ბაიერნმა” ლონდონელებს რამდენიმე კვირის წინ 70 მილიონი ევროც შესთავაზა (ბონუსების გარეშე), რაზეც უარი მიიღო.

2022-2023 წლების სეზონში კეინმა ,,ტოტენჰემის” მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. 29 წლის თავდამსხმელს ,,დეზებთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები