ჯამალ მუსიალა ბაიერნის ახალი რეკორდსმენია!
გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, "ბაიერნისა" და "ვოლფსბურგის" დაპირისპირება შედგა. მატჩი "რეკორდმაისტერის" გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ "ვოლფსბურგის" კარში გატანილი პირველი გოლის ავტორი ჯამალ მუსიალა გახდა, რომელმაც "ბაიერნის" რეკორდი დაამყარა. 33-ე წუთზე, "ვოლფსბურგის" კარში გატანილი ეფექტური გოლის შედეგად, მუსიალა "რეკორდმაისტერის" ისტორიაში შევიდა - ახალგაზრდულ ასაკში გატანილი გოლებით, იგი "ბაიერნის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა! ბუნდესლიგაში ეს 19 წლის ვარსკვლავის მე-14 გოლი აღმოჩნდა, რითიც 20 წლამდე ასაკში გატანილი გოლების რაოდენობით, ლეგენდარულ ული ჰიონესს (13 გოლი) გადაასწრო.
შეგახსენებთ, ბუნდესლიგის განვლილი 2 ტურის შემდეგ, "ბაიერნი" 6 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია. ასევე 6 ქულა აქვს "დორტმუნდს", თუმცა, "რეკორდმაისტერს" მდევართან შედარებით გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი თანაფარდობა აქვს.THE FUTURE IS BRIGHT ⭐️ Jamal Musiala is the first player in Bayern history to score 14 Bundesliga goals before the age of 20. pic.twitter.com/XVLC7M8Ar7 — ESPN+ (@ESPNPlus) August 14, 2022