Belive

ითამაშებს თუ არა რონალდუ ფულჰემთან შეხვედრაში? - ტენ ჰაგის პასუხი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს, ჰკითხეს, ჩაატარებს თუ არა კრიშტიანუ რონალდუ ,,ფულჰემთან'' შეხვედრას:

,,არ შემიძლია, გარანტირებულად ვთქვა, რომ რონალდუ ,,ფულჰემთან'' მატჩში ითამაშებს. მან ,,ასტონ ვილასთან'' ინგლისის ლიგის თასის შეხვედრა ავადმყოფობის გამო გამოტოვა. თუმცა, შეიძლება, სწრაფად გამოჯანმრთელდეს. ამიტომ, დიდი ალბათობით, კვირას კრიშტიანუ გუნდთან ერთად იქნება,'' - განაცხადა ტენ ჰაგმა.

პრემიერლიგის მე-16 ტურში ,,ფულჰემი'' ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' უმასპინძლებს. მატჩი დღეს, 20:30 საათზეა ჩანიშნული.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე ,,წითელი ეშმაკების'' მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები