მანჩესტერ იუნაიტედი ამორიმის შემცვლელად საუთგეიტს განიხილავს
ინგლისური მედიის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი მფლობელი, სერ ჯიმ რეტკლიფი ბოლო კვირების განმავლობაში პირდაპირ კონტაქტზე იყო გარეთ საუთგეიტთან. ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ამორიმის შემცვლელად მოიაზრება.
იუნაიტედის ხელმძღვანელობა ჯერ ერიდება ამორიმის გათავისუფლებას (მიუხედავად პრემიერ ლიგის 34 თამაშში მხოლოდ 33 ქულის დაგროვებისა), სავარაუდოდ, ისინი 1-ელ ნოემბერს დაელოდებიან (ამ თარიღის შემდეგ კომპენსაციის თანხა დაიკლებს).
მიუხედავად იმისა, რომ ამორიმმა საჯაროდ განაცხადა, რომ ანაზღაურების გარეშე წავიდოდა, ითვლება, რომ მისი ახლავე გათავისუფლება მანჩესტერ იუნაიტედს დაახლოებით 12 მილიონი ფუნტი დაუჯდება.
გასული წლის ნოემბრის მატჩის შემდეგ (ამორიმის პირველი მატჩი), პრემიერ ლიგის არცერთ გუნდს არ გაუშვია პირველი გოლი იმდენ თამაშში, რამდენშიც 'ეშმაკებმა'. ამორიმის შეგირდებმა, ამ დროის განმავლობაში, 21 პირველი გოლი გაუშვეს. 40 წლის მწვრთნელმა პრემიერ ლიგაში 33 თამაში ჩაატარა და ზედიზედ ორი არასდროს მოუგია.