პრობლემა თუ გამოსავალი? რონალდუს როლის პორტუგალიის ნაკრებში
მსოფლიო ჩემპიონატის წინ, კრიშტიანუ რონალდუს საკითხი ისევ განხილვის საგნად იქცა. იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლი ექნება მას ნაკრებში, განსხვავებული შეხედულებები არსებობს. ზოგი ფიქრობს, რომ ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება, ზოგს კი მისი გავლენა პრობლემად მიაჩნია. ამ თემაზე საკუთარი აზრი გამოთქვა ლიონის მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ, რომელმაც რონალდუზე საკმაოდ დადებითად ისაუბრა.
“ფეხბურთელს, რომელსაც ამდენი გოლი გააქვს, პრობლემად ვერ მივიჩნევ. ის გუნდის ლიდერია და მისი ავტორიტეტი, პორტუგალიის ნაკრებისთვის, მნიშვნელოვანი ფაქტორია.” - პაოლო ფონსეკა
ზოგიერთი კრიტიკოსი ფიქრობს, რომ რონალდუს მოედანზე ყოფნამ, შესაძლოა, პორტუგალია ტაქტიკურ, გუნდურ თამაშში შეზღუდოს, მაგრამ ფონსეკა დარწმუნებულია, რომ ვეტერანი ფეხბურთელი, ამ სათამაშო სქემისთვის, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
თავად რობერტო მარტინესიც წნეხის ქვეშაა. მას შემდეგ, რაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, პორტუგალია მაროკოსთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, მარტინესზე დიდი ზეწოლაა. ესპანელი სპეციალისტისგან ბევრად მეტს ელოდებიან. ამჯერად კი მან უნდა შეძლოს ბალანსის დაცვა, ერთდროულად, რონალდუს ავტორიტეტსა და ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობის, სათამაშო პოტენციალის, მაქსიმალურად გამოყენებას შორის.
41-year-old Cristiano Ronaldo clocking in for his 6th FIFA World Cup training camp with Portugal 🇵🇹
— FOX Soccer (@FOXSoccer) June 2, 2026
(via IG/Portugal) pic.twitter.com/05wNOPV04D
როდესაც გუნდში რონალდუს მსგავსი ფიგურა გყავს, იმთავითვე ისეთი წარმოდგენა იქმნება, რომ თითქოს ის უნდა იყოს მთელი გუნდის მთავარი ლოკომოტივი. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიას სუსტი ნაკრები არასდროს ჰყოლია, რონალდუ ამ ფუნქციას იდეალურად ითავსებდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მთელი გუნდი მის გარშემო იყო აწყობილი.
საინტერესოა, რა ვითარება იქნება ამ კუთხით წლევანდელ მუნდიალზე. პორტუგალია ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და ბოლო პერიოდში, ისტორიულად თუ ყველაზე ძლიერი არა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრები ნამდვილად ჰყავს. რამდენად ხელის შემშლელი ან პირიქით, ხელის შემწყობი იქნება რონალდუს ფაქტორი პორტუგალიისთვის, ეს ჩრდილოეთ ამერიკაში გამოჩნდება.