Belive

ისტორიული მოვლენა - უნიონ ბერლინმა მწვრთნელად ქალი დანიშნა

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

უნიონ ბერლინმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მწვრთნელი შტეფენ ბაუმგარტი დაითხოვა. გერმანული ბუნდესლიგის კლუბმა სეზონის დარჩენილი პერიოდისთვის დროებით მთავარ მწვრთნელად 35 წლის მარი-ლუიზ ეტა დანიშნა, რაც ევროპული ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტია.

ამჟამად, უნიონ ბერლინი, 18 გუნდიდან მე-11 ადგილზეა (32 ქულით) - გუნდს 8 მოგება, 8 ფრე და 13 წაგება აქვს.

ეტა, რომელიც ადრე ჰამბურგსა და ვერდერ ბრემენში თამაშობდა, წარმოადგენდა გერმანიის ქალთა ასაკობრივ ნაკრებებსაც, ის პირველი ქალი მწვრთნელი იქნება, რომელიც ტოპ5 ლიგაში მამაკაცთა პირველ გუნდს უხელმძღვანელებს. ფეხბურთელობის შემდეგ, ის გერმანიის ქალთა ეროვნული ნაკრების ასაკობრივი ჯგუფების მწვრთნელადაც მუშაობდა.

სხვა სტატიები